კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე გრძელდება ლაბორატორიული და კლინიკური სასწავლო კურსების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელება.
30 ნოემბრიდან უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ საფანტომო სწავლების კაბინეტებში ტარდება პრაქტიკული მეცადინეობები სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებთან კლინიკური ენდოდონტიისა და ორთოდონტიის სასწავლო კურსებში.
არადისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის განხორციელებისას ადმინისტრაციის, ლექტორებისა და სტუდენტების მხრიდან ზედმიწევნითაა დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული (შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, დანართი N 38) რეკომენდაციები.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მკაცრად კონტროლდება: უნივერსიტეტის სივრცეში შესვლისა და გადაადგილების წესები, ღია და დახურულ სივრცეებში სავალდებულო დისტანციის დაცვა, სრულადაა გამოყენებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სრულადაა დაცული ჰიგიენის წესები და სტუდენტთა მცირერიცხოვანი რაოდენობა თითოეულ ჯგუფში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება