3-4 ოქტომბერს, ქ. ბაქოში გაიმართა აზერბაიჯანის დერმატოვენეროლოგთა პირველი საერთაშორისო კონგრესი, რომლის სამეცნიერო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი იყო კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლალი მეკოკიშვილი. კონგრესს 400-მდე მსმენელი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და გამოირჩეოდა მომხსენებლების მაღალი დონით.
ლალი მეკოკიშვილის მოხსენება „დემოდექსი - ტკიპა, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობს“ ("Demodex - the mite, which lives with us") აღინიშნა, როგორც საინტერესო და პრაქტიკული ღირებულების. კონგრესის პრეზიდენტმა, პროფესორმა სანან კარიმოვმა, მას გადასცა ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის ხელით შექმნილი სერტიფიკატი, ასევე, აღსანიშნავია, რომ ლალი მეკოკიშვილი აზერბაიჯანის დერმატოვენეროლოგთა საზოგადოების საპატიო წევრად დასახელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება