20 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბმა - რა? სად? როდის? - ჩემპიონატის მეორე ტური ჩაატარა. თამაშში ბლიცის, სუპერბლიცის, სტუმრის კითხვისა და შავი ყუთის რაუნდში ჯამურად ოცი შეკითხვა დაისვა. თამაშსს, სტუმრის ამპლუით, რა? სად? როდის? კლუბის წევრი ამირან კილაძე ესწრებოდა.
ორი ტურის შედეგებით, სატურნირო ცხრილში ,,ბრაჰმანების კასტა“ და ,,ნიკე“ ლიდერობენ.
თამაშის დაწყებამდე ინტელექტკლუბის წევრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და ჩემპიონობა მიულოცეს გუნდ "ჯოკონდას ღიმილს". გუნდმა - რა? სად ? როდის? ინტელექტუალურ თამაშში, რომელიც საქართველოს სკოლებს შორის ჩატარდა (,,ინტელექტის დღე") გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი თბილისის 151 საჯარო სკოლის მოსწავლებითაა დაკომპლექტებული და ისინი კსუ-ს ინტელექტკლუბის ლიგაში უკვე მეორე სეზონია თამაშობენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება