„ბრეინ-რინგი“ და „ჯეპარდი“ - კსუ-ს ინტელექტკლუბის აქტივობები 16 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბში ორი ღონისძიება გაიმართა - „ბრეინ-რინგი“ და „ჯეპარდი“. „ბრეინ-რინგში“ ერთმანეთს გუნდები შეეჯიბრნენ, ხოლო „ჯეპარდი“ ინდივიდუალურ ხასიათს ატარებდა.
"ბრეინ-რინგის" ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ნიკე“ (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) და „შილდი“ (მედიცინის ფაკულტეტი), სადაც „ნიკემ“ ანგარიშით 3-0 გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ჩემპიონის ტიტულს, ხოლო „ჯეპარდის“ სამეული შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. ლაშა-გიორგი სვინტრაძე (სამართლის ფაკულტეტი) 2. ნიკა ვაჩიბერაძე (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) 3. ნანა კორტავა (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
გამარჯვებულები ინტელექტკლუბისგან წიგნებით, თასებით, ბუებითა და სხვა სუვენირული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კსუ-ს ინტელექტკლუბი თამაშის აპარატურით (ღილაკების) დახმარებისთვის, მადლობას უხდის სამტრედიის ინტელექტკლუბს და ლევან ცირეკიძეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება