საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, მიმდინარეობს საქართველოს სტუდენტური თასის გათამაშება ფუტსალში, რომლის ფარგლებშიც კსუ-ს საფეხბურთო გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
12 ნოემბერს, კსუ-ს ფუტსალის გუნდმა „ახალ უნივერსიტეტი“ დაამარცხა, ანგარიშით 12-1.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კსუ-ს გუნდმა ევროპის უნივერსიტეტს ანგარიშით 7-1 მოუგო.
მორიგი შეხვედრა 21 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება, სადაც კსუ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ ითამაშებს
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება