1 ივნისს, თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან აფილირებული კლინიკაა, ევრომელანომას კამპანიის ფარგლებში დასკვნითი დღის აქტივობები გაიმართა. კამპანიაში - „ბრძოლა კანის კიბოს წინაააღმდეგ იწყება გონებაში“ - მონაწილეობდნენ კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ წევრი, დერმატო-ვენეროლოგი ლალი მეკოკიშვილი და უნივერსიტეტის დერმატოვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამის რეზიდენტები.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე მესამედ ერთვება ევრომელანომის კამპანიაში. კერძოდ, უნივერსიტეტის მხარდაჭერით 2017 წელს ექიმებმა გასვლითი აქცია ქუთაისში ჩაატარეს, გასინჯვებში კი ჩართული იყვნენ სტუდენტებიც. 2018 წელს ჩატარდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის უფასო სკრინინგი. მიმდინარე წელს გასინჯვებში მონაწილეობდნენ ექიმი დერმატოლოგები, ონკოლოგები თბილისის, გორის, რუსთავის სხვადასხვა კლინიკებიდან, ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დერმატოვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამის რეზიდენტები.
შეგახსებენთ, რომ მიმდინარე წელს, „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია“, როგორც დერმატოლოგთა საერთაშორისო ლიგის წევრი, შეუერთდა გლობალურ პროექტს: „ჯანმრთელი კანის მსოფლიო კვირეული“. ევრომელანომა საქართველოში მერვედ ჩატარდა და მოიცავდა მოსახლეობის ფართო მასებს. გარდა უფასო გასინჯვებისა მნიშვნელოვანი იყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც აუმჯობესებს მოსახლეობის ცოდნას კანის სიმსივნეებთან მიმართებაში და ზრდის ამ დაავადებების ადრეულ სტადიებზე აღმოჩენის ალბათობას. ევრომელანომის კამპანიის პარალელურად ჩატარდა კვირეული, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის კანის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნების პროპაგანდას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება