9 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ სადეგუსტაციო კაბინეტში, დეგუსტაცია ჩატარდა. შეფასებაზე კსუ-ს აგრარულ მეცნიერებათა მაგისტრების - საბა ქიტიაშვილისა და შენგელი კიკილაშვილის ექსპერიმენტული ღვინოები იყო წარმოდგენილი.
საბა ქიტიშვილმა სადეგუსტაციო კომისიას წარუდგინა ოთხი ტიპის ღვინო:
შენგელი კიკილაშვილმა წარმოადგინა შემდეგი ნიმუშები:
სადეგუსტაციო კომისია სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლების (შატო მუხრანი, GWS, შილდა, კახური ღვინის მარანი, და სხვა), ღვინის ექსპერტების, სომელიეების, ასევე უნივერსიტეტის პროფესორების, საქართველოს სადეგუსტაციო კომისიის წევრებისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებისაგან იყო დაკომპლექტებული.
აღსანიშნავია რომ კომისიის შემადგენლობაში 2018 წლის საუკეთესო სომელიე - თაზო თამაზაშვილი, დამსახურებული მეღვინეები - თემურ გონჯილაშვილი, დავით მაღრაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და დამსახურებული მეღვინე - ლევან უჯმაჯურიძე შედიოდნენ.
კომისიამ დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ნიმუშები, ხოლო მაგისტრებს შემდგომი კვლევებისათვის, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები მისცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება