10 თებერვალს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რადიკალური ღვინის მე-6 ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველო პირველად წარსდგა სტუმარი ქვეყნის სტატუსით.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილმა ღვინოებმა - „რქაწითელი“, „კახური მწვანე“, „საფერავი“ - დეგუსტატორთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
რადიკალური ღვინის მე-6 ფესტივალზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლან გოცირიძე, უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ესპანეთში ქეთევან გორგილაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ ლაღიძე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება