გაცნობებთ, რომ ქვეყანაში პანდემიის გავრცელების მზარდი სტატისტიკის გათვალისწინებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება თავიდან იქნას აცილებული სტუდენტთა თავშეყრა აუდიტორიებში, შესაბამისად, შუალედური გამოცდები ჩატარდება დისტანციურად, ხოლო შემდეგ, საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლის გაგრძელების საკითხი გადაწყდება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რაზეც უნივერსიტეტის მხრიდან გავრცელდება დამატებითი განცხადება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება როგორც საბაკალავრო, ასევე ერთსაფეხურიანი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.