კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე თერაპიულ სტომატოლოგიაში.
კურსის ხანგრძლივობა - 11 თვე;
პროგრამის ხელმძღვანელი - ლელა გრიგოლია.
საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 31აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:00-დან 16:00 სთ-მდე (კსუ, ჩარგლის ქ. 73, სართული I, კლინიკური უნარ-ჩვევებისცენტრი, საკონტაქტო პირი - ლაშა დოლიძე, 592 52 99 77).
გასაუბრება ჩატარდება 11 სექტემბერს, 12:00 სთზე.
სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგისაბუთები:
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგი (მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა);
ე) კონფერენციებში მონაწილეობისდამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთისარსებობის შემთხვევაში);
ვ) საექიმო საქმიანობის განხორციელებისდამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთისარსებობის შემთხვევაში).
რეზიდენტურის პროგრამაზე ჩარიცხვა მოხდება ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად. თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გასაუბრების შედეგებს, სადაც კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) ინგლისური ენის ცოდნა - 2 ქულა;
ბ) კონფერენციებში მონაწილეობა - 2 ქულა;
გ) საექიმო გამოცდილება - 2 ქულა;
დ) მოტივაცია და ზოგადი უნარები - 2 ქულა.