კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტის ინტელექტკლუბმა, შემოდგომის სეზონის რა? სად? როდის? - სატელევიზიო ტიპის შიდა ჩემპიონატი ჩაატარა. კლუბის წარმატებულმა კაპიტნებმა, დრაფტზე თავისი გუნდები ინტელექტკლუბის საუკეთესო მოთამაშეებით დააკომპლექტეს. ტურნირში საუკეთესო შედეგი სამმა გუნდმა აჩვენა, თუმცა გადამწყვეტ რაუნდში თამაშის მოგება - ნანა კორტავას ექვსვეულმა შეძლო (თამთა ნოზაძე, ნინაკა ბერძენიშვილი, მარიამ ხოჯავა, გიორგი შუბითიძე, გიორგი მოდებაძე).
გუნდმა რედაქტორები 6-0 დაამარაცხა, ხოლო საუკეთესო მოაზროვნედ თავად კაპიტანი - ნანა კორტავა დასახელდა.
კსუ-ს ინტელექტკლუბის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ გუნდს თასი, საუკეთესო მოთამაშეს ბუ, ხოლო გუნდის დანარჩენ წევრებს - წიგნები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ორგანიზატორი და პაკეტის ავტორი - ბაკურ ხუბულავა გახლდათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება