27 მარტს, კსუ-ს ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტის - „პოლიტიკური ლიდერობა, როგორც საზოგადოების ინტეგრაციის მექანიზმი (ისრაელის მაგალითი)“ - ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, პროფესორ იაკობ ოფირის (ისრაელი) ლექცია გაიმართა.
მომხსენებელმა სტუდენტებისთვის გამართულ ლექციაზე ისრაელის სახელმწიფოებრიობის განვითარების დინამიკასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე, შეეხო საქართველო-ისრაელის ურთიერთობებსა და რეგიონულ გამოწვევებს.
შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. სტუდენტთა კითხვები საქართველოსა და ისრაელის ირგვლივ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა, რაზეც სტუმრისგან საინტერესო პასუხები მიიღეს.
ისტორიის დოქტორი, მკვლევარი, მეცნიერი, დიპლომატი იაკობ ოფირი (ეფრემაშვილი) სოხუმში დაიბადა, ცხოვრება და პროფესიული მოღვაწეობა კი საქართველოს შემდეგ, ისრაელში გააგრძელა, თუმცა საქართველოსთან დღემდე აქტიური კავშირები აქვს.
შეგახსენებთ, რომ იაკობ ოფირი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორ, პოლიტოლოგ თამარ კიკნაძესთან ერთად, საგრანტო პროექტის - „პოლიტიკური ლიდერობა, როგორც საზოგადოების ინტეგრაციის მექანიზმი (ისრაელის მაგალითი)“ - თანახელმძღვანელია, პროექტის მკვლევარი კი კსუ-ს ლექტორი ლევან ნიკოლეიშვილია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება