17 მარტს, კსუ-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში, თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი „რადიქსის“ ახალგაზრდული კონფერენციის მონაწილეებისთვის ვორქშოპი გაიმართა.
ვორქშოპს SavvY-ის პარტნიორი თორნიკე ჩხაიძე უძღვებოდა, რომელმაც კონფერენციის შერჩეულ მონაწილეებს ეფექტური პრეზენტაციის წარდგენის მეთოდები გააცნო, „რადიქსის“ პრეზიდენტმა ლანდა ლურსმანაშვილმა და ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფიო გვაზავამ კი მონაწილეებს კონფერენციის პირობები გააცნეს და მათ წარმატებები უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი ყოველწლიურად იმართება, სადაც მონაწილეობას მოტივირებული სტუდენტები და რეზიდენტები იღებენ. მიმდინარე წელს სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრ „რადიქსის“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია 31 მარტს, სასტუმრო „იოტაში“ გაიმართება, გამარჯვებული კი თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე, სასტუმრო "ბილტმორში" 13 აპრილს გამოვლინდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება