31 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბში „რა? სად? როდის? ჩემპიონატის მეორე ტური გაიმართა. თამაში 24 კითხვისგან შედგებოდა, რომელიც ტრადიციულად რსრ შეკითხვებს, ბლიცს, სუპერბლიცს, შავი ყუთის რაუნდსა და ვიდეო-შეკითხვებს მოიცავდა. თამაშს სტუმრად ესწრებოდა საქართველოს ნაკრებისა და კსუ-ს საკალათბურთი გუნდის ყოფილი წევრი რიჩარდ მათიაშვილი, რომელმაც გუნდებს სიმბოლურად კითხვები დაუსვა, ასევე თამაშის მსვლელობისას სტრასბურგიდან ჩაერთო და გუნდებს საკუთარი შეკითხვა დაუსვა ლინგვისტმა თამარ ჩხეტიანმა.
„რა? სად? როდის?“ ჩემპიონატში ორი ტურის შემდეგ საუკეთესო სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. „შილდი“, 2. „ბრაჰმანების კასტა“ 3. „ნიკე“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება