22 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებით, უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტებისათვის ინტელექტუალური შეჯიბრი - ,,რა? სად? როდის?” გაიმართა. თამაშში ლიტველ, ნიგერიელ, ირანელ და სირიელ სტუდენტებთან ერთად ქართველებიც ჩაერთნენ.
ინტელექტუალურ შეჯიბრი, რომლის ძირითადი თემატიკა საქართველო გახლდათ, სამი ტურისგან - ,,რა? სად? როდის?” - ტიპის, ტესტური და ფოტო შეკითხვებისაგან შედგებოდა. თამაში მიზნად ისახავდა, უცხოელი და ქართველი სტუდენტების ინტეგრაციასა და დამეგობრებას, ასევე კულტურული-საგანმანათლებლო და შემეცნებითი კუთხით, საქართველოს უფრო ახლოს გაცნობას.
თამაში დაძაბულად, მაგრამ ამავდროულად სახალისოდ წარიმართა. საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვებს უცხოელმა სტუდენტებმა თავი საკმაოდ კარგად გაართვეს და ცოდნის მაღალი დონე წარმოაჩინეს.
თამაშის ბოლოს ცნობილი გახდა გამარჯვებული გუნდის ვინაობა: "Banhukenas (შემადგენლობა - Evelina Valentaitė - კაპიტანი, Aušra Timinskaitė, Agnė Jucytė, Modestas Rimkus, nwaikpo chimaroke stanley, ანი გაგნიძე).
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიმბოლური თასით. შეგახსენებთ, რომ კსუ-ს ინტელექტკლუბი ამ ტიპის ღონისძიებებს მომავალშიც პერმამენტულად ჩაატარებს. თამაშის ავტორები და ორგანიზატორები - ბაკურ ხუბულავა და ეთერ ხანჯალიაშვილი არიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება