3 ივნისს, კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში, სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ კახა ყურაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „პოლიციის პრევენციული და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების სამართლებრივი ფორმების გამიჯვნა“ - გაიმართა.
კოლეგიის წევრები იყვნენ: გიორგი ხუნაშვილი, სამართლის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ქეთევან ცხადაძე, სამართლის დოქტორი, თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორი; დავით ხობელია, სამართლის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მალხაზ ჩახნაშვილი, სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ლევან მოსახლიშვილი, სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. რეცენზენტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ხათუნა ლორია, სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
სადირეტაციო ნაშრომის დაცვისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კოლეგიის გადაწყვეტილებით, კახა ყურაშვილს სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.
კახა ყურაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო–საინფორმაციო სამმართველოს უფროსია, ასევე არის შსს პოლიციის აკადემიის პედაგოგი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება