26 ნოემბერს, 14:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „რომულო დელ ბიანკოს“ ფონდთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - ირმა მახარაშვილი, ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი - ლალი მიქელაძე და არასამთავრობი ორგანიზაციის „ტურიზმი და რეალობის“ დაფუძნებელი, პროფესორი - ეკა დევიძე, კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს - ახალი პროექტის ფარგლებში - „გააცოცხლე ტრადიცია“ შეხვდნენ.
შეხვედრაზე, ლალი მიქელაძემ და ეკა დევიძემ, სტუდენტებს „რომულო დელ ბიანკოს“ ფონდთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს, რომლებიც რამდენიმე ძირითადი კომპონენტისაგან შედგება:
პირველ რიგში, საუბარი შეეხო ძველი თბილისის ე. წ. „იტალიურ ეზოებს“. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ეზოები იტალიაში არ არსებობს, თუმცა ისინი თბილისის ურბანული ცხოვრების ორგანულ ნაწილად და ტრადიციად იქცნენ.
მეორე კომპონენტად საქართველოში, კერძოდ კი კახეთის მუნიციპალიტეტში არსებული სოფელი - ვერონა დასახელდა, რომელსაც პროექტის ფარგლებში სტუდენტები ეწვევიან და ადგილობრივებისაგან მოისმენენ ყველა იმ ლეგანდასა თუ მონათხრობს, რომელიც ამ სოფელსა და მის სახელწოდებას უკავშირდება.
რაც შეეხება პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ მესამე აქტივობას ის მცირე, არაფორმალურ კონფერენციას წარმოადგენს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ადგილობრივი თემის წარმომადგენელს, დაინტერესებულ პირსა და ახალგაზრდას შეეძლება.
მეოთხე დასკვნით კომპონენტად მომხსენებლებმა კი ე.წ ,,იტალიური ეზოს“ გამოცოცხლება და იქ გამოფენებისა და ფესტივალის მოწყობა დაასახელეს.
ლალი მიქელაძე და ეკა დევიძე, სტუდენტებთან, მცირე სამუშაო ჯგუფებში უკვე პროექტის შინაარსობრივ და საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ პროექტში კსუ-ს სტუდენტებთან ერთად, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან ჩართული.
#CIU
#Tourizm & Reality
#Life Beyond Tourism
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება