3 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პარლამენტარ ზაზა გაბუნიას ინიციატივით, თემქისა და სანზონის მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, თემქისა და სანზონის მაჟორიტარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული ფორუმის მიზანს მოქალაქეების დამსაქმებელთან დაკავშირება და სასურველი სამუშაოს მოძიება წარმოადგენდა.
დასაქმების ფორუმში 22 კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა სფეროდან წარმოადგინეს, მათ შორის – მომსახურების, გაყიდვებისა და სამშენებლო სფეროებიდან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება