10-11 მაისს კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) ქართულმა სამრევლომ უმასპინძლა მეორე საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციას - „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში”.
კონფერენციაში 40-ზე მეტი პროფესორი და დოქტორანტი მონაწილეობდა საქართველოსა და მსოფლიოს 15-ზე მეტი უნივერსიტეტიდან.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გახლდათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი გიორგი ფარეშიშვილი, რომელმაც პლენარული მოხსენებით მიმართა მონაწილეებს.
კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორები და დოქტორანტები, მოხსენებები კი როგორც ადგილზე, ისე დისტანციური ფორმატით წარადგინეს.
კონფერენციის ორგანიზატორებია: საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი Science and Innovation-მეცნიერება და ინოვაცია; ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება; ეკონომიკის კვლევის და განვითარების ინსტიტუტი (საქართველო) / Institute for Economic Research and Development (IERD); კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს მეგობართა საზოგადოება (თურქეთი/საქართველო); კონფერენციის მხარდამჭერია: კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება