30 სექტემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ („საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“) HR დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ.
მათ სტუდენტებს კომპანიის მიმდინარე ვაკანსიებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, შეხვედრის დასასრულს კი სტუდენტებს საჩუქრად „გეფას“ ბრენდირებული თეთრი ხალათები გადასცეს.
„გეფას“ დასაქმების ფორუმი კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება