კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ორთვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას კსუ-ს სტუდენტებისათვის. სტაჟირების პროგრამა ხორციელდება სტუდენტთა კარიერული და პროფესიული უნარების განვითარების მიზნით. სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები ჩაერთვებიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში, პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.
სტაჟიორის ძირითადი მოვალეობები
• პრესრელიზების, საინფორმაციო მასალების მომზადება;
• სოციალურ ქსელებში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება, განახლება და რედაქტირება;
• საჯარო შეხვედრების, ლექციებისა და ტრენიგების სპორტული, კულტურული, შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება;
• ყოველდღიური პრესის მონიტორინგი;
• სტუდენტურ თვითმმართველობასთან ურთიერთობა, სტუდენტური პროექტების და ნოვატორული ინიციატივების ხელშეწყობა;
• საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, საინფორმაციო ბუკლეტების, ბროშურების, ცნობარებისა და სხვა სახის ბეჭდვითი პროდუქციის მომზადება/გავრცელება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• კსუ-ს სამართალმცოდნეობის, მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;
• სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
• სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
• ინგლისური ენის ცოდნა;
• ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel, Power point ).
პიროვნული თვისებები
• კომუნიკაბელურობა;
• ეფექტურად მუშაობის უნარი, როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად;
• ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
• დეტალების მიმართ კონცენტრაციის უნარი;
• შემოქმედებითი და არასტანდარტული აზროვნება.
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2 თვე – 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე.
კონკურსის ეტაპები:
• CV-ის და სამოტივაციო წერილის განხილვა;
• გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: ciu_stajireba@ciu.edu.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ: „საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“.
სააპლიკაციო დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 ოქტომბერი, 18:00 საათი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება