თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,
ილია მეორე ბრძანებს, რომ საოცრებამდე უსასრულოა განგება ღვთისა!
საოცრებამდე უსასრულოა დედამიწაზე შეხვედრა ღვთის ხმასთან, რომელიც, პიერ ბუასტს თუ დავესესხებით, წყენას მუდამ ქვიშაზე ტოვებს და მადლიერებას მარმარილოზე ამოკვეთს!
ჩვენ გვხვდა ეს ბედნიერება წილად! შეგხვედროდით თქვენ! ადამიანს, რომელმაც ჩვენამდე მოიტანა ხმა იმისა, რომ „სუფთა სინდისია მუდმივი დღესასწაული დედამიწაზე“! რომელმაც დაგვანახა ყოველ ადამიანში მზე! რომელმაც გვასწავლა, რომ სიცოცხლე იქაა, სადაც სიყვარულია და სადაც სიყვარულია, იქაა ღმერთი! მადლობა თქვენ ამ დიდი და უსასრულო დღესასწაულისთვის!
თქვენი ცხოვრება და ზრუნვა ახალგაზრდებზე, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ თაობათა შორის სასიცოხლო მნიშვნელობის ურთიერთობას ქმნით!
განგების ნებაა, რომ თქვენ სწორედ ჩვენი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ბრძანდებით!
ეს ჩვენი უმთავრესი ღირსებაა!
პოლ ვალერის უთქვამს, „ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს“! ეს ღმერთის რჩეულთა ხვედრია!
ბედნიერები ვართ, რომ თქვენი სახით შევხვდით ასეთ რჩეულს!
გილოცავთ!
გილოცავთ თქვენ და მთელ ქრიასტიანულ სამწყსოს!
ყოველ ადამიანშია მზე, მაგრამ ცოტაა მათ შორის ისეთი, ვისაც შეუძლია, გაანათოს დედამიწა.
ამ ნათლის მადლი არ მოგკლებოდეთ არასდროს და დიდხანს გვყოლოდეთ საოცრებამდე უსასრულო ღვთის განგების სადარაჯოზე!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება