კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4-2 დაამარცხა
3 აპრილს ფუტსალის ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4-2 დაამარცხა.
CIU-ს მხრიდან გოლები ნიკა მანგოშვილის, გიორგი ტიკურიშვილისა (2) და ნიკა ხარატიშვილის ანგარიშზეა.
აღნიშნული გამარჯვებით CIU-ს გუნდი გათამაშებაში 44 ქულით მეორე ადგილს იკავებს.
ცნობისთვის, ფუტსალის ლიგაში სულ 8 გუნდი მონაწილეობს. რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, 1-2 ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფის ნახევარფინალურ სერიაში იასპარეზებენ, 3-6 ადგილოსნები კი პლეი-ოფს მეოთხედფინალიდან დაიწყებენ.
საბოლოოდ, საუკეთესო გუნდი ფუტსალში საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.