გილოცავთ!
კსუ-ს უდიდესი წარმატება!
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალში საქართველოს ჩემპიონია!
დღეს ჩვენმა გუნდმა ფუტსალის ლიგის ფინალურ სერიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მესამე მატჩი, ანგარიშით 4:0 მოუგო და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა (სერია 3:1).
დღევანდელ შეხვედრაში კსუ-ს გუნდიდან თავი კახაბერ მაისაიამ, ნიკა ოთინაშვილმა, ლევან კობაიძემ და გიორგი ღავთაძემ გამოიჩინეს.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბსა და გუნდის ადმინისტრაციას მთელი სეზონის მანძილზე თავდაუზოგავი ბრძოლისთვის!
გილოცავთ და გისურვებთ კვლავ ბევრჯერ გაგეხარებინოთ თქვენი ერთგული გულშემატკივრები!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება