1 ივლისს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების ლიდერთა დაჯილდოების 48-ე ცერემონია გაიმართა, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს გადაეცა ჯილდო ნომინაციაში - „2018 წლის ლიდერი“.
ღონისძიების ორგანიზატორია „საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირი“ და „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია“.
ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ, როგორც ბიზნეს-სექტორის, ასევე ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ კსუ-მ საქართველოში მოქმედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროს რეიტინგში წამყვანი პოზიცია დაიკავა და 2018 წლის ლიდერის ჯილდო მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგი 2015 წელს დაარსდა, რომლის პარტნიორიც 2017 წლიდან შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია გახდა. ამავე წლიდან კომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგებისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო - „LEADER OF THE YEAR“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება