25 სექტემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ოლივერ ვენდელ ჰოლმსის სადისკუსიო კლუბი „იდეათა ბაზარი“ გაიხსნა. კლუბს, რომელიც სამართლის აქტუალურ საკითხებზე იმუშავებს, იდეის ავტორი, კსუ-ს პროფესორი, სამართლის დოქტორი მინდია უგრეხელიძე უხელმძღვანელებს, კლუბში გაწევრიანება კი უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისთვის იქნება შესაძლებელი.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა სესილი გოგიბერიძემ გახსნეს. მათ დამსწრე აუდიტორიას კლუბის გახსნა მიულოცეს და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.
სადისკუსიო კლუბის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა მინდია უგრეხელიძემ კი მოხსენება თემაზე - „სამართალი, როგორც ლეგიმეტრიული პროცესი“ - წაიკითხა. როგორც მან განაცხადა, სამართალი მხოლოდ ნორმების, ღირებულებათა ან თუნდაც განზომილებათა სტატიკური სისტემა არ არის. იმავდროულად ის წარმოადგენს სამართალმზომელობის უწყვეტ დინამიკურ პროცესს, რომლის ნომოლოგია და ლეგიმეტრიული რაობა დღემდე შეუსწავლელია სათანადოდ, ამიტომ მისი კვლევა უაღრესად პერსპექტიული მიმართულებაა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, დოქტორანტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
ღონისძიება „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში განხორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება