23 აპრილს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
მედიცინის ფაკულტეტის კარიერის დღეზე სტუდენტების წინაშე წარდგნენ „ევექსი ჰოსპიტლების“ პერსონალის შერჩევის სპეციალისტი (რეკრუტერი), მარიამ ჩანტლაძე და კომპანია „გეფას“ შერჩევის სპეციალისტი, სამედიცინო სასწავლებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი, დიანა ფეიქრიშვილი.
მომხსენებლებმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია თავიანთი კომპანიებისა და მიმდინარე ვაკანსიების შესახებ, მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება