23 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტ მირანდა მიქაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა და საქართველოში კონფლიქტების დარეგულირება“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ვახტანგ მაისაია, თანახელმძღვანელი კი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რევაზ ჯორბენაძე. ოფიციალური რეცენზენტები არიან ფსიქოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გუგული მაღრაძე და ამერიკათმცოდნეობის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ეკა ბერაია.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მირანდა მიქაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება