„ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩველი“ - საინფორმაციო პროექტის მორიგი ეტაპი კსუ-ში 28 ნოემბერს, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ცესკოს წარმომადგენლის, ირაკლი იადონიძის ტრენინგი გაიამართა თემაზე: „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩველი“.
მომხსენებელმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა, როგორიცაა არჩევნების არსი და მისი მნიშვნელობა დემოკრატიზაციის პროცესში; არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებები და პრინციპები; არჩევითი სახელმწიფო ორგანოები და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა.
ცნობისთვის, პროექტი ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ეგიდით ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება