2017 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაინერგა ყველაზე ხანგრძლივი საერთაშორისოდ ლიცენზირებული ცნობილი სატელევიზიო პროექტის „რა? სად? როდის?“ ანალოგიური ინტელექტუალური თამაში.
პროექტის მიზანი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ფაკულტეტებს შორის ინტელექტუალურ შეჯიბრია და იგი დღემდე წარმატებით ხორციელდება. თაობების ცვლასთან ერთად, თამაშში ჩართული სტუდენტებიც იცვლებიან, თუმცა ვრცლად ამ თემაზე პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბაკურ ხუბულავა გვიამბობს.
- რატომ გადაწყვიტეთ თამაშის დაწება?
_ მე და ჩემს მეგობარსა და ჯგუფელს - ჯემალ კონცელიძეს საგამოცდო კორპუსში მოგვივიდა ეს იდეა. მართალია, თამაში, გარკვეული ფორმით, მანამდეც ტარდებოდა, თუმცა ერთიანი კლუბის სისტემა არ არსებობდა. ერთჯერად ღონისძიებებს კი სჯობდა, ერთიანი ჩემპიონატი შეგვექმნა. ეს იქნებოდა ინტელექტუალური თამაშების გაერთიანება და სისტემატურად, ყოველკვირეულად გააერთიანებდა დაინტერესებულ სტუდენტებს.
- რითი არის გამორჩეული ეს პროექტი და რით განსხვავდება სხვა ინტელექტუალური პროექტებისგან?
- პროექტის გამორჩეულობაზე, ალბათ, ისიც მეტყველებს, რომ სამი წელი გავიდა და დღემდე მარტო „რა? სად? როდის?“ ჩემპიონატში თხუტმეტამდე გუნდი სტაბილურად თამაშობს. პროცესში მონაწილეთა ნაწილი, პარალელურად მუშაობს, თუმცა დროს ყოველთვის პოულობენ თამაშში ჩართვისა და სიამოვნებისთვის.
კიდევ იმით ვართ გამორჩულები, რომ ეს არ არის ერთი თამაში და, დაახლოებით, ათი სახეობითაა წარმოდგენილი: „რა? სად? როდის?“, „ბრეინრინგი“, „ინტელექტუალური დუელი“, „ჯეპარდი“, „კროსვორდ ტური“ და სხვადასხვა სახის ქვიზ ტურები.
გვქონდა რამდენიმე ინოვაციაც: ინტელექტუალური დუელი და კროსვორდ ტურიც ამ სახით არცერთ უნივერსიტეტში არ ჩატარებულა. ეს იდეა ჩვენს ერთ-ერთ თანაგუნდელს, მარიამ თოდუას დაებადა და ტურნირის სახე მივეცით. ასე, რომ ყოველ სეზონს ახალ-ახალი ინიციატივებით ვხვდებით დასტაბილურობასაც ვინარჩუნებთ.
- რამდენი სეზონია წელიწადში და პროექტის განმავლობაში რამდენი თამაში ჩაგიტარებიათ?
- „რა? სად? როდის?“ ორ სეზონზე ნაწილდება. თითოეულ სეზონში, დაახლოებით, ოცამდე თამაშია. უკვე ხუთმა სეზონმა ჩაიარა. ჩვენ უკვე ასეულს ავცდით. ასოცამდე ღონისძიება გვაქვს ჩატარებული.
- რა კრიტერიუმებით არჩევთ მონაწილეებს?
- ჩვენ არავის ვუკრძალავთ თამაშს და არც განსაკუთრებული მოთხოვნები გვაქვს. ვისაც სურვილი აქვს, მოდის, თამაშობს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. იყო შემთხვევები, რამდენიმე გუნდი მოვიდა და აღარ გააგრძელა მონაწილეობა. ბუნებრივია, ჩვენ მათ არც პროექტიდან წასვლას ვუკრძალავთ. თუმცა პროექტში მოსული მონაწილეების 90% რჩება და, თუ გუნდი არ ჰყავთ, კლუბშივე პოულობენ.
- რამდენად გეხმარებიან მონაწილეები?
- მხარდაჭერის გარეშე, ვერცერთი პროექტი სრულყოფილივერ იქნება. გუნდის ერთიანობა სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია. გარდა თამაშის ორგანიზებისა, აქ საუბარია სპონსორების მოძიებაზეც.
- გვიამბეთ თქვენი პარტნიორი კომპანიების შესახებ.
- პირველ რიგში, მადლობა კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომელიც წლებია უკვე, საპრიზო ფონდითა და სხვადასხვა საჩუქრებით გვეხმარება. გარდა ამისა, აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან წიგნების კომპანია: „რადა რამი და წიგნები ბათუმში“, რომელიც ჩვენს გამარჯვებულებს საკუთარ პრიზებს გადასცემს. კომპანია „შუნგიტი“, მეორე წელია ჩვენთან არის და „პრაიმ აუდიტი“, რომელმაც საკუთარი ტურნირიც კი ჩაატარა, წინა წლის გამარჯვებულები სტაჟირებაზე წაიყვანა, ხოლო შემდეგ დაასაქმა.
გარდა ამისა თამაშების სფეციფიკის მიხედვით არიან ერთჯერადი სპონსორებიც.
- რა პრიზებს სთავაზობს „რა? სად? როდის?“ გამარჯვებულებს?
- „რა? სად? როდის?“, სეზონების მიხედვით, ოთხ ან ხუთ ტურად ტარდება. სეზონის ბოლოს გამარჯვებული, სიგელებთან, სუვენერულ საჩუქრებთან, წიგნებთან და თასებთან ერთად იღებს 200, 300 და 500 ლარიან ფულად ჯილდოს. გარდა ამისა, ბუნებრივია, გადაეცემა იმ კომპანიების პრიზები, რომლებიც არიან ხოლმე ჩვენი სპონსორები.
მსგავსი საჩუქრები გადაეცემათ გამარჯვებულებს ერთჯერად ტურნირებზეც.
- თქვენი აზრით, რას აძლევს ეს პროექტი მონაწილეებს?
- ზოგადად, ინტელექტუალური პროექტები მონაწილეებს ანიჭებს გახსნილობას, გონებრივ, ანალიტიკურ აზროვნებას უვითარებს. ბოლო წლებში გარცელებული სენი სტატისტიკური ცოდნაა, რომლის მომავალში გამოყენება რთული და თითქმის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ფაქტობრივი ცოდნა უმნიშვნელოვანესია, მის გარეშე ვერ ითამაშებ, მაგრამ შეიძლება კონკრეტული ფაქტი არ იცოდე და ლოგიკური აზროვნებით მიხვიდე ჭეშმარიტებამდე.
ამას გარდა, ინტელექტკლუბი საინტერესო სოციუმია, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იპოვო თანამოაზრე, მეგობარი, იდენტური ინტერესების მქონე ადამიანი.
- გაიხსენეთ თამაში, რომელსაც განსაკუთრებით გამოარჩევდით.
- ბევრი თამაშია, რომელსაც განსაკუთრებით გამოვარჩევდი, თუმცა გავიხსენებ 2017 წლის ფინალს, როცა სტუმრად მოვიდა ინტერნეტ კლუბის ერთადერთი მაგისტრი გიორგი ბაქრაძე. მას ცოტა დააგვიანდა და ჩვენ იმედი გვქონდა გადაწურული. მონაწილეებთან ერთად სეზონს განვიხილავდით, შუქი გვქონდა ჩამქვრალი, სლაიდებით ვმუშაობდით და როცა შემოვიდა, არ დამავიწყდება ბაშვების რეაქცია. ეს ემოცია დაახლოებით იგივეა, ფეხბურთის გულშემატკივარს რონალდორომ ეწვიოს.
- გეგმავთ თუ არა კიდევ სიახლეებს?
- სიახლეები ყველა სეზონზე გვაქვს, ახალ თამაშებს ვიგონებთ, ახლებულ ინტერპრეტაციას ვაძლევთ არსებულ თამაშებს. ქვიზ-ტურების იდეა, რომელზეც ზემოთ გიამბეთ, ერთ თემატიკის ამომწურავ ცოდნას ითვალისწინებს, მაგალითად: გეოგრაფიას, მუსიკას, ფეხბურთს და ა. შ. სამუშაო ჯგუფში გამოკითხვების მიხედვით ფორმირდება თამაშის ფორმატიც. ვფიქრობ, მრავალფეროვნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუმცა რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება, რადგან „რა? სად? როდის?" სტაბილურად შედეგის მქონე პროექტია.
მომზადებულია სტუდენტების: მარიამ ქრისტესიაშვილისა და ქრისტინე ბერაძის მიერ
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება