კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ენის მოწვეული პროფესორი, ნანა პარინოსი იყენებს სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, რომელიც გულისხმობს ყველა ლექციის პრაქტიკული ელემენტით დატვირთვას. თოთოეული სიმულაციის გეგმა შემუშავებულია ლექტორსა და სტუდენტებს შორის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. ლექციები მოიცავს, როგორც სიმულაციებს, ასევე სხვადასხვა თამაშობებს.
კსუ-ს სტუდენტები მუდმივი რეპეტიციების რეჟიმში არიან, რაც მათ საშუალებას აძლევს კარგად დაეუფლონ ზოგად თუ პროფესიულ ინგლისურს, რაც მათ, ასევე, მეტ თავდაჯერებულობას სძენს. ნანა პარინოსი, თემატიკის მიხედვით, მუდმივად ატარებს სხვადასხვა სახის სიმულაციებს. იგი ასწავლის სტუდენტებს თუ როგორ შექმნან სცენარი (სპეციფიკური ლექსიკური მარაგით), დაინაწილონ/მოირგონ როლები და დაამუშაონ ტექსტი.
სემესტრის დასასრულს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობების სტუდენტებმა შემდეგი მასშტაბური სიმულაცია, „ამერიკული პრაიმერი“ დადგეს, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა. ზემოხსენებული ტიპის მოდელირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებისთვის, რადგან იგი გაჯერებულია პოლიტიკური ტერმინებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება