ძვირფასო პროფესორებო,
განათლების სამინისტროში 18-20 ნოემბერს ტარდება ძალიან სასარგებლო სემინარი საპროექტო განაცხადების მომზადებაში “Proposal Writing Camp”, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-სა და ევროპული კვლევების სივრცეში წარმატებული მონაწილეობის ხელშეწყობას.
საუბარი შეეხება ევროკავშირის პროგრამის მიმდინარე კონკურსებს, ასევე პრაქტიკულ რჩევებს კონკურსის ტექსტის უკეთ გააზრებისა და გაშიფვრის თაობაზე. მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ განაცხადის შინაარსისა და სტრუქტურის შესახებ, ასევე შეფასების კრიტერიუმებსა და კონსორციუმის ჩამოყალიბების თობაზე.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ვებ-გვერდზე: https://h2020-proposal-writing-camp-georgia-armenia.service-facility.eu მიმდინარე წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.
შევსებული სარეგისტრაციო ფორმების საფუძველზე მოხდება მონაწილეთა შერჩევა. სამუშაო ენაა ინგლისური (B2 დონე).
თუ გაქვთ სურვილი სემინარში მონაწილეობის, დარეგისტრირდით და ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ მოგვაწოდეთ სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში. (science@ciu.edu.ge).
სამინისტროს ოფიციალურ წერილი და ღონისძიების დღის წესრიგი თან ერთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება