თუ სწავლობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, გაქვს შესაძლებლობა გახდე ფაკულტეტის დეკანის სტუდენტ მრჩეველთა საბჭოს წევრი!
მრჩეველთა საბჭოს მიზანია, სტუდენტთა ჩართულობის გაძლიერება სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში და მათი ინტერესებისა და მიზნების განხორციელების მხარდაჭერა.
საბჭოს წევრები აქტიურად ჩაერთვებიან სამართლის ფაკულტეტის განახლებული კონცეფციის დანერგვაში, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და მიმდინარე პროექტებში.
მრჩეველთა საბჭოში მონაწილეობით, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, გააჟღერონ თავიანთი იდეები და ინიციატივები, ასევე, აქტიურად ჩაერთონ ფაკულტეტის სხვადასხვა ღონისძიებაში.
აღსანიშნავია, რომ დეკანის სტუდენტ მრჩეველთა საბჭო არის გამოცდილი და წარმატებული მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომუნიკაციას ადმინისტრაციას, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის.
თუ გინდა გახდე საბჭოს წევრი, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/mXPfw
რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 მარტი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება