6 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 1-ლი და მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოინახულეს და საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღეს ინფორმაცია.
უნივერსიტეტის ტურის შემდეგ კი მათთვის კსუ-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ჟურნალისტ სულხან მელაძის მასტერკლასი - „ჩვენი დროების თავისებურებანი და მედია“ - გაიმართა.
მოსწავლეთა ვიზიტი უნივერსიტეტში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის, საკრებულოს თავმჯდომარის ტარიელ ჯანხოთელის, ასევე კულტურისა და ხელოვნების ცენტრის კულტურის დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება