კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი
სწავლის სფერო - ფინანსები
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
სწავლის სფერო - სამართალი
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 6 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა
სწავლის სფერო - მედიცინა
საბაზისო მედიცინა
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია (იმუნოლოგია);
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია (მედიცინის საბაზისო დისციპლინები);
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 4 ვაკანსია (3 - მედიცინის საბაზისო დისციპლინები, 1 - ეპიდემიოლოგია/სამეცნიერო კვლევა);
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია (კლინიკური უნარები).
კლინიკური მედიცინა
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 6 ვაკანსია (1 - მეანობა-გინეკოლოგია, 1 - პედიატრია, 1 - ზოგადი ქირურგია, 1 - ორთოპედია-ტრავმატოლოგია, 1- შინაგანი სნეულებები, 1- პათოლოგიური ანატომია- კლინიკური პათოლოგია);
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია (შინაგანი სნეულებები).
სწავლის სფერო - სტომატოლოგია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია (ორთოდონტია);
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია (თერაპიული სტომატოლოგია).
სწავლის სფერო - ფარმაცია
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
სწავლის სფერო - საერთაშორისო ურთიერთობები
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები
სწავლის სფერო - ფრანგული ფილოლოგია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
კონკურსი ცხადდება 2020 წლის 05 აგვისტოდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2020 წლის 07 სექტემბრიდან 2020 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე);
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
8. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერტიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერტიფიკატო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობა);
9. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია:
პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც არის შესაბამისი დარგის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი და აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2020 წლის 11 სექტემბერს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2020 წლის 12 სექტემბერს;
შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 12 სექტემბერს.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე hr@ciu.edu.ge
ტელ.: 261-12-98; 2 30-86-41; 210-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება