კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის ქართულ და ინგლისურენოვან სტუდენტებს ფინალური გამოცდები შეფასების თანამედროვე მეთოდით, ობიექტურად სტრუქტურიზებული კლინიკური გამოცდის (OSCE) ფორმატით ჩაუტარდათ შემდეგ დისციპლინებში: პროპედევტიკა-ფიზიკური კვლევის მეთოდები; გინეკოლოგია/უროლოგია/კლინიკური უნარები; საბაზისო ქირურგიული უნარ-ჩვევები.
პირველად განხორციელდა საგამოცდო პროცედურის მართვის ელექტრონული სისტემა, რომელმაც უზრუნველყო 12 სადგურზე სტუდენტენთა გადაადგილების და დაყოვნების დროის ზუსტად და უხარვეზოდ მართვა.
შეგახსენებთ, რომ ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) - ცოდნისა და უნარების შეფასების ახალ მეთოდს წარმოადგენს და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, სამედიცინო განათლების ერთ‐ერთ ძირითად სტანდარტადაა აღიარებული.
ეს მეთოდი გამოიყენება სტუდენტის მიერ შეძენილი კლინიკური უნარ-ჩვევებისა და კლინიკური კომპეტენციების შესაფასებლად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება