კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მესამე, მეხუთე და მეთერთმეტე სემესტრის სტუდენტებს კლინიკურ დისციპლინებში (‘‘ბაზისური ქირურგიული უნარ-ჩვევა“, „შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა“, „გინეკოლოგია“) ფინალური გამოცდა შეფასების ახალი მეთოდით, ობიექტურად სტრუქტურიზებული კლინიკური გამოცდის (OSCE) ფორმატით ჩაუტარდათ.
გამოცდა ორ ეტაპად: კლინიკურ სადგურებში და ტესტირების ოთახში - 139 სტუდენტმა ჩააბარა. გამოცდა, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ბაზაზე, ხელმძღვანელის - ეკატერინე ყიფიანისა და საგნის პროფესორების - თამარ ვახტანგაძის, მამუკა ნემსაძისა და თამარ გრძელიშვილის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE OE) - ცოდნისა და უნარების შეფასების ახალ მეთოდს წარმოადგენს და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, სამედიცინო განათლების ერთ‐ერთ ძირითად სტანდარტადაა აღიარებული.
ეს მეთოდი გამოიყენება სტუდენტის მიერ შეძენილი კლინიკური უნარ-ჩვევებისა და ჩამოყალიბებული კლინიკური კომპეტენციების შესაფასებლად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება