15 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციამ“ (საქართველოს წარმომადგენლობა, ELSA Georgia) საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
„ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია“ მსოფლიოს უდიდესი, აპოლიტიკური, არასამეწარმეო, იურისტ სტუდენტთა გაერთიანებაა.
ასოციაციის პრეზიდენტმა მარიამ გეწაძემ სტუდენტებს ორგანიზაციის ისტორია, სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის აკადემიურ საქმიანობაზე, სადაც მნიშვნელოვანია იმიტირებული სასამართლო პროცესები, ესსეების ჩემპიონატი, ელსას მოლაპარაკების ჩემპიონატი, სამართლებრივი დებატები, სამართლებრივი კვლევის ჯგუფები, სამართლის მიმოხილვა, პუბლიკაციები, L@W EVENT, სემინარები/დისკუსიები, კონფერენციები/პანელური დისკუსიები, სამართლის სკოლები, საჯარო ლექციები, ფილმის ჩვენებები, ინსტიტუციური სასწავლო ვიზიტები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სტუდენტთა გაცვლით სამუშაო პროგრამებსა და ELSA Georgia-ს საერთაშორისო მიღწევებზე.
შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება