ესეების და კვლევითი პროექტების კონკურსი
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) მხარდაჭერით აცხადებს ესეების (ნარკვევების) და კვლევითი პროექტების კონკურსებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის თემაზე: „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“.