24 აპრილიდან - 14 ივნისამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ინიციატივით, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტთა მხარდამჭერი პროგრამის და საერთაშორისო მოძრაობა „მეცნიერები მშვიდობისათვის“ ხელშეწყობით, მიმდინარეობს - ექსპერიმენტული სამეცნიერო-პრაქტიკული ტელესიმპოზიუმი - „ახალი გამოწვევები: კონსოლიდაცია უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის“.
ტელესიმპოზიუმების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს „ქართული არხი“ და სტუდია „სალტეს“ გადაცემა - „მეცნიერება და ინოვაციები“. ვიდეო ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია მისამართზე www.salte.ge, ასევე, Facebook გვერდზე - Salte.
ექსპერიმენტული სამეცნიერო-პრაქტიკული ტელესიმპოზიუმის მასალები განთავსდება კსუ-ს სამეცნიერო პორტალზე research.ciu.edu.ge/
პროექტში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები - საქართველოდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, მოლდოვიდან, ნიდერლანდებიდან, ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური საკითხების სამეცნიერო ანალიზს, ასევე, ფორუმში გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები.
მასალების ნაწილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ „პოლიტოლოგოსში“ განთავსდება.
ტელესიმპოზიუმი წარმოადგენს ტელემეცნიერების სახეობას და ახალ პროდუქტს საქართველოსთვის. ეს არის ინოვაცია, არა მხოლოდ მეცნიერების მართვის თვალსაზრისით, არამედ განიხილება, როგორც საერთაშორისო სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის ინიციატივა.
პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციებია: ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა; საინფორმაციო სააგენტო for.ge; პროფესიული ბედნიერების აკადემია; ზაპოროჟიეს ნაციონალური უნივერსიტეტი; კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტი; სამეცნიერო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრი; საპარლამენტო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრი; საერთაშორისო მოძრაობა „მეცნიერები მშვიდობისათვის“; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო; თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - „დედამიწის მეგობრები“; კარამზინის სახელობის ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ტერორიზმის და პოლიტიკური ძალადობის კვლევითი ცენტრი; პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი; ჟურნალი „პოლიტოლოგოსი“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება