22 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის, ჟურნალისტ ეკა ხოფერიას, საჯარო ლექცია გაიმართა.
სპიკერმა ლექციის ფარგლებში საკუთარ კარიერულ გზაზე ისაუბრა. მიმოიხილა სტუდენტობის პერიოდი, შემდგომ კი პირველი ნაბიჯები აქტიურ ჟურნალისტიკაში. ასევე, განიხილა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა ლექციაზე სამომავლო კარიერისთვის აუცილებელი პრაქტიკული რჩევები მიიღეს, დასასრულს, ეკა ხოფერიამ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება