ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიური ვითარებისა და, ასევე სამთავრობო ორგანოების რეკომენდაციების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ დავიცვათ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჯანმრთელობა და მოვახდინოთ ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენცია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. 16 მარტიდან აკადემიური პროცესი წარიმართება ონლაინ პლატფორმების საშუალებით და გაგრძელდება სიტუაციის დასტაბილურებამდე. აკადემიური პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა და მისი უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური ბაზა დაცულია უნივერსიტეტში არსებული სტანდარტების შესაბამისად.
საგნების არჩევა შესაძლებელია “GONI”-ის ანგარიშზე შესვლით. თუ კურსის არჩევისას პრობლემა შეგექმნათ ან გაქვთ დამატებითი კითხვები, გთხოვთ, დაუკავშირდით თქვენი ფაკულტეტის დეკანატს.
დისტანციური სწავლების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მთავრობის რეკომენდაციებსა და რეგულაციებზე.
უნივერსიტეტი უამრავ რესურსს დებს დისტანციური სწავლების სისტემების დანერგვაზე და გამარტივებაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი სტუდენტები უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის განათლებით, მაგრამ ეს პრობლემა ერთად უნდა გადავლახოთ და თქვენ, ჩვენს სტუდენტებს, გთხოვთ, გესმოდეთ და ითანამშრომლოთ ჩვენთან, თუ რაიმე ხარვეზი წარმოიქმნება.
ელექტრონული სწავლების პროცესში საჭიროა სტუდენტს წვდომა ჰქონდეს ინტერნეტთან ლეპტოპის, სმარტფონის, პლანშეტის ან კომპიუტერის მეშვეობით. ლექცია-სემინარების ბმულების ნახვა შესაძლებელია - გონის სისტემაში. დამატებითი ინსტრუქციისთვის, თუ როგორ გამოიყენოთ არსებული პლატფორმა, იხილეთ დეტალური ინსტრუქცია:
გთხოვთ, იხილოთ pdf ფაილი - დეტალური ინსტრუქცია
Webex–ის app-ის ონლაინ შეხვედრაზე ჩართვისათვის უნდა გქონდეთ მოწვევის ბმული (ბმული დაიპოსტება ფაკულტეტის დახურულ შიდა ჯგუფებში ან GONI-ზე) და თქვენს მოწყობილობაზე გქონდეთ Cisco Webex Meetings აპლიკაცია დაინსტალირებული.
შენიშვნა: თუ Webex app დაინსტალირებული გაქვთ მოწყობილობაზე, Online შეხვედრაზე მოწვევის ბმულის გააქტიურების შემდეგ, Join Meeting ღილაკის საშუალებით გაწევრიანდებით შესაბამის Online შეხვედრაზე.
იხილეთ ელექტრონული სწავლების წესი
იმედი გვაქვს, შუალედური გამოცდების დაწყებამდე სიტუაცია იქნება სტაბილური და ჩვეული რეჟიმით შევძლებთ პროცესის წარმართვას. თუმცა, ვმუშაობთ სიტუაციის ალტერნატიული განვითარების გეგმაზე და საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ შუალედური გამოცდების ელექტრონული ფორმით ჩატარების სქემასაც.
ჩვენ, მთელი კსუ-ს გუნდი გისურვებთ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება