საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 1-ლი თებერვლის გადაწყვეტილებით კავკასიის საერთაშორსო უნივერსიტეტს და მასთან აფილირებულ კლინიკებს მიენიჭა აკრედიტაცია დერმატო-ვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამაში და კვოტა განსაზღვრა 9 მაძიებლით. სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელია მედიცინის ფაკუტეტის დეკანი ლალი მეკოკიშვილი. პროგრამაში ჩართულები არიან კსუ-ს აფილირებული პროფესორები და მოწვეული კლინიცისტები აფილირებული კლინიკებიდან.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, რეზიდენტურის პროგრამის დასრულების და შესაბამისი სალიცენზიო გამოცდის ჩაბარების გარეშე საქართველოში დიპლომირებულ მედიკოსს არ აქვს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის წარმოების უფლება.
სწავლის საფასური წლიურად შეადგენს 3300 ლარს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება