5 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან სტომატოლოგიური სასწავლო-კვლევითი ცენტრის „დენტივერი XXI“-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ბახტაძემ აუდიტორიას გააცნო „დენტივერი XXI“-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე ვაკანსიები. ასევე აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ცენტრს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც სტომატოლოგიის პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის სახელობითი სტიპენდიის დანიშვნას ითვალისწინებს. სახელობითი სტიპენდია გაიცემა თერაპიული ან ორთოპედიული მიმართულების საგნებში მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე.
საინფორმაციო შეხვედრა კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება