21 ნოემბერს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე ესტუმრა. საინტერესო შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან და ამასთანავე მოეწყო სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის ჩვენება - „საქართველო - ღვინის სამშობლო“.
დავით ტყემალაძემ ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელით ფაკულტეტი მევენახეობა-მეღვინეობის თემატიკაზე შექმნილი წიგნებით დაასაჩუქრა და სამომავლოდ თანამშრომლობის დიდი სურვილიც გამოთქვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება