25 ნოემბერს, “DK Capital“-ის გენერალური დირექტორის, სამოტივაციო სპიკერის, დავით კენჭაძის საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე - „როგორ დავიწყოთ სამსახური და შევქმნათ წარმატებული კარიერა“.
დავით კენჭაძემ აუდიტორიას საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა: უნივერსიტეტში მიღებული განათლების მნიშვნელობა; CV-სა და სამოტივაციო წერილის ეფექტურად შედგენის საშუალებები; წარმატებული გასაუბრების წესები; ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები; წარმატებული კარიერული განვითარებისთვის აუცილებელი პირობები და სხვ., საჯარო ლექციის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.
ღონისძიება კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება