დამატებითი მიღება სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს დამატებით მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
- მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საბუთების მიღება განხორციელდება 2020 წლის 24 და 25 სექტემბერს, სამართლის ფაკულტეტის დეკანატში (მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73), ან ელექტრონულად.
სპეციალობაში გამოცდები ჩატარდება 26 სექტემბერს.
უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
- B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში (იმ პროგრამებზე, სადაც მიღების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა). სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი.
ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გადაგზავნა ასევე შესაძლებელია შემდეგი ელ-ფოსტის მისამართებზე:
info.law@ciu.edu.ge
შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დასკანერებული ან მაღალი რეზოლუციის ფოტოების სახით.
გამოცდის ფორმის, ჩასაბარებელი მასალისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
სამართლის სამაგისტრო პროგრამა