13 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მოსწავლეებისთვის შექმნილი ფოტოკონკურსის - „დაინახე სხვა თვალით“ - ფინალური ღონისძიება გაიმართა.
პროექტში ქ. თბილისის 23-ე, 69-ე, 98-ე, 150-ე, 155-ე, 177-ე და 212-ე საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. სკოლების თვითმმართველების მიერ იცინირებული ფოტოკონკურსი ეკოლოგიის თემატიკას ეძღვნებოდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ფოტოსურათის შექმნასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარა კსუ-ს მულტიმედია ცენტრის პროდიუსერმა, რუსუდან კვარაცხელიამ. ერთი კვირის განმავლობაში პროექტის მონაწილეებს დაევალათ ფოტოსურათების გადაღება, დასკვნით ღონისძიებაზე კი სპეციალურმა კომისიამ (რუსუდან კვარაცხელი, სულხან მელაძე) გამარჯვებულები გამოავლინა: 1 ადგილი - სალომე ჭიღლაძე (150-ე საჯარო სკოლა); 2 ადგილი - დეა ბურჯანაძე (23-ე საჯარო სკოლა); 3 ადგილები - ანუკი ლომინაძე (23-ე საჯარო სკოლა) და სალომე გოზალიშვილი (69-ე საჯარო სკოლა).
პროექტის გამარჯვებულები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება