უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღსა და ფორმატთან დაკავშირებით ცვლილებებია.
გაცნობებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში განახლდება, 1 ოქტომბრიდან კი შერეული ფორმატით გაგრძელდება.
პირველკურსელთა რეგისტრაცია გრძელდება 15 სექტემბრის ჩათვლით, როგორც უნივერსიტეტში, ისე დისტანციურად (იხილეთ ბმული https://bit.ly/2ZniBeV ).
14 სექტემბერს Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით გაიმართება პირველკურსელთა ონლაინ ჩართვა ფაკულტეტების დეკანებთან.
ონლაინ ჩართვამდე, გთხოვთ, გაეცნოთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემის, „გონის“ გამოყენების ვიდეოინსტრუქციას. (ბმული) - shorturl.at/bflM6
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება