11 ნოემბერს, ბუღალტერიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს „ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.
„ბუღალტერთა კავშირის“ დამფუძნებელმა, დირექტორმა, ტრენერთა ტრენერმა და ამავე დროს, პრაქტიკული ბუღალტერიის სასწავლო ცენტრის დამფუძნებელმა ტატა ბერიძემ, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და არსებული ვაკანსიები.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციაში გაერთიანებულია 6500-ზე მეტი ბუღალტერი და აუდიტორი.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა შრომის ბაზრის ტენდენციებზე საბუღალტრო, საგადასახადო და აუდიტორული მომსახურების სფეროში.
საინფორმაციო შეხვედრა კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის თეა ლაზარაშვილის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება